ფეხბურთი

ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა – “სპორტინგმა” გაიმარჯვა

პორტუგალიის ჩემპიონატის ოცდამერვე ტურში „სპორტინგმა“ სახლში „სანტა კლარას“ 4:2 სძლია.

 

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელსაც ტრავმის გამო ორი თვე გაუცდა, სათადარიგო იყო.

 

„სპორტინგი“ 68 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „პორტუს“ 4 ქულით ჩამორჩება და 7 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „არსენალს“ უმასპინძლებს.

 

ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“

სპორტინგი – სანტა კლარა 4:2

გოლები: 0:1 კლისმანი (3), 1:1 გონსალვეში (20, პენ), 2:1 ბრაგანსა (39), 3:1 ტრინკაო (43), 3:2 პასიენსია (89), 4:2 ნელი (90+5)

წყარო: Sportall.ge