ფეხბურთი

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი – პსჟ-მ “ლივერპულამდე” “ტულუზას” მოუგო

ლიგა 1-ის ოცდამერვე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ტულუზა“ 3:1 დაამარცხა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მეკარე რესტმა ორჯერ არ დაანება კვარაცხელიას გატანა, დემბელემ მიზანს ააცილა, შემდეგ კი მანვე დააწინაურა თავისი გუნდი. მერე მეკარე საფონოვმა ზედიზედ ორი შეცდომა დაუშვა, პირველ შემთხვევაში ზაბარნიმ გადაარჩინა, ხოლო ცოტა ხანში მისი კარი ნიკოლაისენმა დალაშქრა. 33-ე წუთზე ხვიჩამ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით დაარტყა, ისე მოჩანდა, გოლი გადიოდა, მაგრამ დემბელემ დაამატა და დუბლი შეასრულა.

 

“კვარა“ მეორე ტაიმშიც აქტიური იყო, რამდენიმე მომენტი შექმნა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 68-ე წუთზე შეცვალა. კომპენსირებულ დროში რამუშმაც გაიტანა და „პარი სენ ჟერმენმა“ გამარჯვება მოიპოვა.

 

ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 38 მატჩში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

 

პსჟ 63 ქულით ლიდერია და მომდევნო ორ შეხვედრას „ლივერპულთან“ ჩაატარებს – მეოთხედფინალში 8 აპრილს უმასპინძლებს, 14 აპრილს კი „ენფილდზე“ დაუპირისპირდება.

 

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ – ტულუზა 3:1

გოლები: 1:0 დემბელე (23), 1:1 ნიკოლაისენი (27), 2:1 დემბელე (33), 3:1 რამუში (90+2)

წყარო: Sportall.ge