ფეხბურთი

VIDEO. ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-2 დილა. ის, რაც ფეხბურთში მთავარია…

თბილისის “დინამომ” ვერ მოიგო ზედიზედ მესამე მატჩი, რაც გუნდში გარკვეულ კრიზისზე მიუთითებს.

 

“დილამ” კი შინ “ტორპედოს” ძლევის შემდეგ დედაქალაქშიც გაიმარჯვა და ზედიზედ ორმა მოგება დიეგო ლონგოს გუნდი აუტსაიდერთა ზონიდან ამოიყვანა.

 

მატჩის საერთო სურათს რაც შეეხება, ვერ ვიტყვით, რომ მასპინძელი წაგებას იმსახურებდა.

 

“დინამოს” ჰქონდა მომენტები, რომლის გამოყენების შემთხვევაში, გორელთა მდგომარეობა ვერ იქნებოდა სახარბიელო.

 

აქ მთავარი დედააზრი ის არის, რომ “დილამ” უნარიანად გამოიყენა მეტოქის შეცდომები. ფეხბურთშიც ხომ ეს არის მთავარი…

 

 

დინამო (თბ)-დილა 1:2

 

გოლები: 0:1 მენთეშაშვილი (20, ფულერის პასით), 1:1 გვასალია (45+2, ოსეის პასით), 1:2 მუსელიანი (57, მენთეშაშვილის პასით)

 

დინამო: ლორია, გვასალია, კურდიჩი, კალანდაძე, ს. ხარებაშვილი (ქვარცხავა 69), იორო (ნჯი 69), ნინუა, გ. ხარებაშვილი, ხარაიშვილი (ზარია 82), ოსეი (ვაწაძე 82), სირაძე (დოლტმურზიევი 58)

 

დილა: კერესელიძე, მალი, არაუჟო, ეტოუ, ტიბუე, ტალი (ანოფი 90+1), ოლატუნჯი, ფულერი (სანიანგი 64), მენთეშაშვილი, ფარულავა (ჯალაღონია 74), მუსელიანი (გოცირიძე 90+1)

 

არბიტრი: ი. ხერხაძე

წყარო: Sportall.ge