ჯენარო გატუზომ იტალიის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა, – იტყობინება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია.
მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტეს. ფედერაციამ გატუზოსა და მის სამწვრთნელო შტაბს ცხრა თვის მანძილზე გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში გასვლაზე “ბოსნიასთან” პენალტების სერიაში დამარცხდა და ზედიზედ მესამედ ვერ მიიღებს მუნდიალზე მონაწილეობას.
წყარო: Sportall.ge