კალათბურთი

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო “ჩიკაგომ” კალათბურთელი გარიცხა

“ჩიკაგო ბულზმა” ჯეიდენ აივის კონტრაქტი გაუწყვიტა, ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ის ინსაიდერი, შემს ჩარანია ავრცელებს.

 

წყაროს ცნობით, აივის გუნდიდან გაშვების მიზეზი მისი ანტი-ლგბტ განცხადება გახდა, რომელიც სოციალურ ქსელში გააკეთა. აივიმ NBA “ღირსების თვის” ორგანიზებისთვის გააკრიტიკა.

 

“ამას მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, რაც დამაზიანებელია. ქუჩაში სარეკლამო ბანერებზე ათავსებენ და ხმამაღლა საუბრობენ, ეს უსამართლობაა”, – განაცხადა აივიმ.

 

“ჩიკაგოს” მთავარმა მწვრთნელმა ბილი დონოვანმა განაცხადა, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას საკუთარი სტანდარტები გააჩნია, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას.

 

“როგორც ორგანიზაციას, ჩვენ გვაქვს გარკვეული სტანდარტები, რომლებიც ყოველდღიურად უნდა დავიცვათ”, – განაცხადა დონოვანმა.

 

შეგახსენებთ, აივი 2022 წლის დრაფტზე “დეტროიტ პისტონსმა” მეხუთე ნომრად აირჩია და ლიგის ერთ-ერთი პერსპექტიული მოთამაშეც გახლდათ. აივი “ბულზს” რამდენიმე კვირის წინ გაცვლის შედეგად შეუერთდა და “ხარების” რიგებში გამართულ 4 მატჩში საშუალოდ 11.5 ქულას, 4.8 მოხსნასა და 4.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

წყარო: Sportall.ge