ამხანაგურ მატჩში საფრანგეთმა კოლუმბია 3:1 დაამარცხა.
დეზირე დუემ დუბლი შეასრულა. მან საფრანგეთის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ მეექვსე შეხვედრაში პირველად გაიტანა. მარკუს ტიურამმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, იქამდე დიდიე დეშამის გუნდმა ბრაზილიას 2:1 მოუგო.
ლანდოვერი. „ფედექს ფილდი
კოლუმბია – საფრანგეთი 1:3
გოლები: 0:1 დუე (29), 0:2 ტიურამი (41), 0:3 დუე (56), 1:3 კამპასი (77)
წყარო: Sportall.ge