ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, 36 წლის ესპანელი ფორვარდი ხოსეული მიმდინარე სეზონის ბოლოს კატარულ “ალ-გარაფას” დატოვებს და კარიერის გაგრძელებას კვლავ ევროპაში გეგმავს.
ვეტერანი თავდამსხმელი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება და ნებისმიერ გუნდში გადასვლა სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.
ხოსელუ გულშემატკივარისთვის ნაცნობი ლა ლიგიდან, განსაკუთრებულად კი მადრიდის “რეალიდან” გახლავთ. ის 2023/24-წლების სეზონში “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების გმირი გახდა, სადაც დუბლი შეასრულა და “ბლანკოსი” ფინალში გაიყვანა.
მიმდინარე სეზონში ხოსელუმ ჯამში 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა
წყარო: Sportall.ge