ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, უნგრეთმა საკუთარ მოედანზე ამხანაგურ მატჩში სლოვენია 1:0 დაამარცხა.
გოლი 77-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 25 წლის თავდამსხმელმა საბოლჩ შიონმა 79-ე წუთზე გაიტანა. ის „ბოლტონიდან“ „დიორშია“ განათხოვრებული.
უნგრელები კიდევ სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ: 31 მარტს საბერძნეთს უმასპინძლებენ, 5 ივნისს ფინეთს, 9 ივნისს კი ყაზახეთს ესტუმრებიან.
მადიარებმა მსოფლიო ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპზე F ჯგუფში პორტუგალიის და ირლანდიის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავეს – მხოლოდ სომხეთს აჯობეს.
ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“
უნგრეთი – სლოვენია 1:0
გოლი: შიონი (79)
უნგრეთი: ბ. ტოტი, კერკეზი (ნადი 77), დარდაი, ორბანი, ბოლა (ოშვატი 46), ვიტალისი, შეფერი (სიუჩი 63), სობოსლაი (ბარატი 87), ა. ტოტი (რეჯიჩი 63), სალაი (შიონი 77), ლუკაჩი (ბარანი 46)
უნგრელების მწვრთნელი იტალიელი მარკო როსია. დღევანდელ დაპირისპირებაში მათ გუნდში სათადარიგო იყო 20 წლის მეკარე არონ იაკობაშვილი.
წყარო: Sportall.ge