UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “რეალთან” მომხდარი ინციდენტის გამო “ბენფიკა” დააჯარიმა.
სკანდალური მატჩი “დალუჟზე” 17 თებერვალს გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. პორტუგალიურ გუნდს გულშემატკივრების რასისტული და დისკრიმინაციული ქცევისთვის 40 000 ევროს ღირებულების, ხოლო ლაზერის გამოყენებისთვის 8000 ევროს ჯარიმა დაეკისრა.
ასევე კლუბი UEFA-ს ეგიდით მომდევნო საშინაო მატჩზე 500 ბილეთს ვერ გაყიდის. შეხსენებისთვის, აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლის ავტორი ვინისიუსი გახლდათ, რომლის აღნიშვნაც ლისაბონელთა ფანებს არ მოეწონათ.
წყვილის ეს პირველი შეხვედრა გულშემატკივრებს ჯანლუკა პრესტიანისა და ვინისიუსის კონფლიქტითაც დაამახსოვრდება. ბრაზილიელი არგენტინელს რასისტულ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, თუმცა პრესტიანი ბრალდებას უაყოფდა. შედეგად, UEFA-მ “ბენფიკას” ფეხბურთელს საპასუხო მატჩში თამაშის საშუალება არ მისცა.
წყარო: Sportall.ge