ამხანაგურ მატჩში საფრანგეთმა ბრაზილია 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მცველის, დაიო უპამეკანოს პირდაპირი წითელი ბარათით გაძევების გამო, ფრანგები 55-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
ფოქსბორო. „ჟილეტი“
ბრაზილია – საფრანგეთი 1:2
გოლები: 0:1 მბაპე (32), 0:2 ეკიტიკე (35), 1:2 ბრემერი (78)
გაძევება: უპამეკანო (55, საფრანგეთი)
– კილიან მბაპემ საფრანგეთის ეროვნულ გუნდში ზედიზედ 7 შეხვედრაში გაიტანა და 1991 წელს ჟან-პიერ პაპენის მიერ დამყარებული რეკორდი დაამხო.
– მბაპემ ნაკრებში 56-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ოლივიე ჟირუს რეკორდამდე 1 გოლი უკლია.
– ბრაზილიის ნაკრების გარემარბმა რაფინიამ ბარძაყის ტრავმა მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს – „ბარსელონას“ ფეხბურთელი პარასკევს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
წყარო: Sportall.ge