Site icon sportmedia.live

“450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ” – კარაგერმა “ლივერპული” გააკრიტიკა

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა და ამჟამად Sky Sports-ის საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა პსჟ-სთან თამაშის შემდეგ მერსისაიდელები გააკრიტიკა.

 

კარაგერის თქმით, კლუბმა, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 450 მილიონი ევრო დახარჯა, ქვედა ლიგის გუნდის დონის ფეხბურთს აჩვენებენ.

 

“შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქვედა ლიგის გუნდს ვუყურებდი. “ლივერპულს” ძალიან გაუმართლა, რომ 5 ან 6 გოლი არ გაუშვეს.

 

გასული სეზონის გათვალისწინებით, ორ გუნდს შორის განსხვავება უბრალოდ გასაოცარია. მაშინ “ენფილდზე” გამართული საპასუხო მატჩი მართლაც დაძაბული იყო, რომელშიც ორი საუკეთესო კლუბი თამაშობდა.

 

რა მოხდა ამის შემდეგ? “ლივერპულმა” 450 მილიონი ევრო დახარჯა და პსჟ-ზე გაცილებით მეტი ტრანსფერი განახორციელეს. ასეთი განსხვავების დანახვა საგანგაშოა”, – განაცხადა კარაგერმა.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version