ფეხბურთი

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მატჩებს გამართავს. 

 

11-დან 17 აპრილის ჩათვლით, ლავრენტი დავითაშვილის გუნდი აზერბაიჯანის, ჩეხეთის და ჯგუფის მასპინძელი ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. 

 

2026/2027 სეზონისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ. 

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

 

მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩები), ნინო მეტრეველი (დ10 აკადემია)

 

დაცვა: ნინი ვეკუა (ნორჩები), ლოლიტა კალოიანი (ნიკე-ლუსო), მარიამ შოშიტაშვილი (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო), მარიამ კაკულია (ელიტა)

 

ნახევარდაცვა: ანი დავითულიანი (ვერე), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ნათია ჯოჯუა (ელიტა), ნინი ყვავაძე (რუსთავი), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ნინო გობაძე (თეთრიწყარო)

 

თავდასხმა: მარიამ გოგოლაძე (დინამო სოხუმი), ანანო წიქარიძე (კვარტალი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), მაკა ფცქიალაძე (რუსთავი)

 

მატჩების განრიგი

 

11 აპრილი | საქართველო – ჩეხეთი | 16:00

14 აპრილი | ხორვატია – საქართველო | 14:00

17 აპრილი | აზერბაიჯანი – საქართველო | 14:00

 

NAKREBI.GE

წყარო: Sportall.ge