საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ვიშში ექვსი ერის ფესტივალზე, ბოლო მატჩში შოტლანდიასთან 19:33 დამარცხდა.
ჩვენმა გუნდმა სამი ლელო გაიტანა და ორი გარდასახვა გამოიყენა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე სამივე შეხვედრა დათმო – ადრე საფრანგეთთან (22:49) და ინგლისთან (31:35) დამარცხდა.
საქართველო – შოტლანდია 19:33
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ბართლომე ხამაშურიძე, 13. ალექსანდრე მამაიაშვილი, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. რეზი ცხვედიანი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. გიორგი ბერძენიშვილი, 2. სანდრო გამყრელიძე, 3. იაგო ღუდუშაური, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. საბა ჯინჭველაშვილი, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი (კაპ.), 8. ლუკა შულაია.
მარქაფა: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. საბა მერებაშვილი, 18. გეგა გიორგობიანი, 19. ნიკოლოზ ხარებავა, 20. გიორგი სუთიაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ატო ლიპარტელიანი, 23. ნიკოლოზ ლაგვილავა, 24. გოგა ბერიძე, 25. გიორგი კუპრეიშვილი, 26. ნიკა ჯანგულაშვილი.
წყარო: Sportall.ge
