Site icon sportmedia.live

18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ხვალ ექვსი ერის 18-წლამდელთა ფესტივალს მასპინძელ საფრანგეთთან თამაშით საქართველოს დროით 20:30 საათზე იწყებს.

 

ჩვენი გუნდი ექვსი ერის ფესტივალზე ზედიზედ მესამედ თამაშობს. ამ ტურნირის ფარგლებში საფრანგეთის 18-წლამდელთა გუნდს ერთადერთხელ, 2024 წელს შევხვდით და 20:19 დავამარცხეთ.

 

ამ შეხვედრაში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება ვეტერან ბორჯღალოსან გიორგი ნემსაძეს. მან და მისმა სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაადახელა დამწყები 15-კაციანი შემადგენლობა.

 

შეგახსენებთ, 18-წლამდელთა ფესტივალზე შეცვლები ულიმიტოა და შესაბამისად, საფრანგეთის წინააღმდეგ 26-ვე მორაგბე ითამაშებს.

 

ფესტივალის ფარგლებში საფრანგეთში 7 აპრილს ინგლისს, ხოლო 11-ში შოტლანდიას შევერკინებით.

 

 

2026 წლის18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი

I რაუნდი. 3 აპრილი. 20:30 საათი

საფრანგეთი. ვიში

საფრანგეთი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ნიკოლოზ ლაგვილავა, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. გიორგი ბერძენიშვილი, 2. სანდრო გამყრელიძე, 3. იაგო ღუდუშაური, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. საბა ჯინჭველაშვილი, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი, 8. ლუკა მგალობლიშვილი.

მარქაფა: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. საბა მერაბიშვილი, 18. გეგა გიორგობიანი, 19. გიორგი სუთიაშვილი, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ატო ლიპარტელიანი, 23. რეზო ცხვედიანი, 24. გიორგი კუპრეიშვილი, 25. ბართლომე ხამაშურიძე, 26. ლუკა შულაია.

 

Rugby.ge

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version