Football.ua-ს ინფორმაციით, დონეცკის “შახტარი” “ატლეტიკო პარანაენსეს” 17 წლის ამომავალი ბრაზილიელი ვარსკვლავის ბრუნინიოთი გაძლიერდება.
ახალგაზრდა შემტევის 15-მილიონიანი ტრანსფერი უკრაინულმა გუნდმა უკვე შეათანხმა და შრომით ხელშეკრულებასაც ხელი მალე მოეწერება.
ბრუნინიომ მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა და ის დონეცკელთა რიგებში ბრაზილიელთა ლეგიონს შეემატება.
შეხსენებისთვის, “შახტარის” ღირსებას ამჟამად ირაკლი აზაროვი იცავს, გუნდის საკუთრება გიორგი გოჩოლეიშვილი კი იჯარით “ჰამბურგში” ირჯება.
წყარო: Sportall.ge
