Site icon sportmedia.live

ჰაუს ჯერ ნდობა აქვს – “ნიუკასლი” მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს

talkSPORT-ის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ბინადარი “ნიუკასლი” გუნდის მთავარი მწვრთნელის ედი ჰაუს გაშვებას ჯერჯერობით არ აპირებს. 

 

“კაჭკაჭებმა” შიდა ჩემპიონატში ბოლო 9 მატჩიდან 6 დათმო და ბოლო ტურში სულაც მის მოძულე “სანდერლენდთან” “ტაინ-უირის” დერბიში საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო. 

 

“ნიუკასლის” ბოსები რადიკარული გადაწყვეტილების მიღება არ ჩქარობენ. ჰაუ კლუბს 2021 წლიდან ავარჯიშებს. ინგლისელის ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში ინგლისის ლიგის თასი მოიგო, რაც კლუბის პირველი ტროფეი გახდა 70 წლის შემდეგ.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version