Site icon sportmedia.live

“ჰამბურგი” გამოსყიდვას არ გეგმავს – გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, “შახტარში” დაბრუნდება

Hamburger Abendblatt წერს, რომ ბუნდესლიგის ბინადარი “ჰამბურგი” სავარაუდოდ, უკრაინული “შახტარიდან” იჯარით აყვანილ ქართველ მცველ გიორგი გოჩოლეიშვილს არ გამოისყიდის. 

 

გერმანელებს ჩვენებურის ყიდვა დონეცკელთა რიგებიდან 4 მილიონ ევროდ შეუძლიათ და შეთანხმებაში ეს პუნქტი უდევთ, რომელსაც დიდი ალბათობით, აქ გააქტიურებენ. 

 

ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ ქართველი თავდაპირველად ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში კონკურენციაში ბაკერი იატასთან და უილიამ მიკელბრენცისთან აგებს. 

 

ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში გოჩოლეიშვილმა “ჰამბურგის” ფორმა ყველა ტურნირზე 23 მატჩში მოირგო და 1 ასისტი მიითვალა. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version