“მანჩესტერ სიტის” ცენტრალური მცველი, აბდუკოდირ ხუსანოვი “ქალაქელების” მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
უზბეკმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში ჟერემი დოკუსა და როდრი ერნანდესს აჯობა.
აღნიშნული ჯილდო ხუსანოვმა მიმდინარე წელს უკვე მეორედ მოიპოვა. იგი პირველად გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელი იანვარში გახდა.
22 წლის ფეხბურთელმა მარტის თვეში ყველა ტურნირზე 6 მატჩი გამართა, საიდანაც 5-ჯერ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
წყარო: Sportall.ge