ლაშა დვალი ცსკა 1948 სოფიაში ზედიზედ მეორე თამაშია, შედეგიანი მოქმედებით გამოირჩევა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის მცველმა თავი ბულგარეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის საშინაო შეხვედრაში, სოფიის ლოკოკოტივთან საგოლე პასით გამოიჩინა. მისმა გუნდმა კი თამაში ანგარიშით 3:2 მოიგო.
ლაშა დვალმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, გოლის გატანაში კი 22-ე წუთზე, თანაგუნდელ დრაგან გრივიჩს დაეხმარა, როდესაც კუთხურის შემდეგ ბურთი თავით გადააწოდა. შედეგად, ცსკა ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. სტუმრებმა ანგარიში პირველსავე ტაიმში გაათანაბრეს, მაგრამ შესვენების შემდეგ დვალის გუნდმა 3 ქულის მომტანი გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ლაშამ ბულგარეთის ჩემპიონატის წინა ტურში ცსკა 1948-ის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და ის ტურის სიმბოლურ გუნდშიც დასახელდა, ამჯერად კი ასისტი მიითვალა. ამ დროისთვის ქართველ ცენტრალურ მცველს ლიგის 15 თამაშში გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.
ცსკა 1948 სოფიას 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. დვალის გუნდი მომდევნო თამაშს 5 აპრილს, სტუმრად მეორეადგილოსან ლუდოგორეცთან (56) ჩაატარებს, იქამდე კი ლაშა ეროვნული გუნდის შეკრებაზე უნდა გამოცხადდეს მარტის ამხანაგური მატჩებისთვის.
https://cdn.jwplayer.com/previews/kzA0MElr-7EUbWQYc
წყარო: Betsson.sport
