Site icon sportmedia.live

წასვლას არ გეგმავს – ოლისე ზაფხულში “ბაიერნს” არ დატოვებს

The Touchline-ის ინფორმაციით, არაერთი გუნდის ინტერესის მიუხედავად, “ბაიერნის” 24 წლის ფრანგი შემტევი მაიკლ ოლისე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს არ შეიცვლის. 

 

ახალგაზრდა ფეხბურთელის სამსახურით “ბარსელონა”, “რეალი” და “ლივერპული” ინტერესდებიან, თუმცა ის “ალიანს არენადან” აბარგებას არ აპირებს.

 

ადრე ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა გაავრცელა ცნობა, რომ ოლისეს სანაცვლოდ, რომელსაც “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულში ეწურება, “რეალი” 165 მილიონ ევროს იხდის. 

 

შეხსენებისთვის, მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე “ბაიერნის” ფორმა 41 შეხვედრაში მოირგო, სადაც 16 გოლი გაიტანა და 29 ასისტი მიითვალა.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version