სხვა

ცვლილებები შემადგენლობაში – საქართველოს U21 ნაკრებმა შეკრება დაიწყო

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასა და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს.

რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს წყალტუბოში პირველი ვარჯიში გამართა. ტყიბულის მეშახტეს შემტევი დიმიტრი ღურწკაია გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. მოსამზადებელ ეტაპს დინამო ბათუმიდან – ლუკა წულუკიძე და წყალტუბო სამგურალის საყრდენი, ცოტნე ბერელიძე შეუერთდნენ.

ალექსანდრე ნარიმანიძე (ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი): “მოსამზადებელი ეტაპი დავიწყეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია. ჯგუფში ცოტა რთული სიტუაცია გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ორივე თამაში მოვიგოთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ვფიქრობ, ყველანი მზად არიან ორივე მატჩის მოსაგებად და მჯერა, რომ დადებითად დავასრულებთ ამ შეკრებას”.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები F ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-4 ადგილზეა. ჯგუფს საბერძნეთი 15 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე გერმანიაა (12 ქულა). რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას 27 მარტს, 19:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო მალტას იგივე მოედანზე, იდენტურ დროს, 31 მარტს უმასპინძლებს.

U21 ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999).

მცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი).

თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი, ავსტრია).

წყარო: Betsson.sport