UFC-ის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა მონაწილეობა RAF 6-ის ღონისძიებაზე მიიღო, სადაც ჯორჯიო პულასს დაუპირისპირდა და მეტოქე 5:3 დაამარცხა.
მოგეხსენებათ, RAF ამერიკული თავისუფალი სტილით ჭიდაობის ორგანიზაცია გახლავთ, სომეხმა მებრძოლმა კი ჭიდაობა აშკარად დაივიწყა და ჭიდაობის ბოლოს MMA-ის წესებით ბრძოლა გადაწყვიტა, რამაც რა თქმა უნდა, პულასის სამწვრთნელო შტაბის გაღიზიანება გამოიწვია და საქმე მებრძოლების გუნდების ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ცარუკიანს ჯერჯერობით არ გაუკეთებია.