Site icon sportmedia.live

“შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება” – ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ Metaratings.ru-სთან საუბარში განაცხადა, რომ ივნისში საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩის ჩატარება შესანიშნავი იდეაა. 

 

“რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩის ივნისში ჩატარება შესანიშნავი იდეაა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამჟამად ფეხბურთელების შესანიშნავი თაობა ჰყავს. მოთამაშეების თითქმის ყველა წევრი ევროპის წამყვან კლუბებში თამაშობს.

 

მარტო კვარაცხელიასა და მამარდაშვილის გვარების დასახელება რად ღირს. იმედი მაქვს, ფედერაციები შეთანხმებას მიაღწევენ”, – თქვა ჯანაშიამ. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version