Site icon sportmedia.live

შერმადინი დაბრუნდა – ტენერიფეს მოგება და პატი მილსის მაგარი დებიუტი

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ლიგა ენდესას 23-ე ტურში უნიკახა სტუმრად 25 ქულით გაანადგურა. შერმადინის გუნდმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ქართველი ცენტრი გუნდს დაუბრუნდა. გიორგის მამა გარდაეცვალა, რის გამოც ტენერიფეს რამდენიმე მატჩში ვერ დაეხმარა.

შერმადინმა პარკეტზე 18:56 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფეს პატი მილსმა ულიდერა. NBA-ს ჩემპიონმა ლიგა ენდესაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და 24 ქულა ჩააგდო. მილსმა 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

ტენერიფეს 28 ქულა დაუგროვდა და მერვე ადგილზე გადაინაცვლა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში სარაგოსას უმასპინძლებს.

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version