17 წლის მათე ყავლაშვილის IBAM (მიუნხენის საერთაშორისო საკალათბურთო აკადემია) გემანურლი NBBL ლიგის პლეი ოფის მეორე წრეში თამაშობს. მეტოქე ფრანკფურტია, ამ დროისთვის სერიაში 1:1-ია.
პირველ შეხვედრაში მიუნხენელებმა შინ 77:74 მოიგეს. მათე გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო, მან 32 წუთი ითამაშა და გუნდს 26 ქულა (11-დან 4 სამქულიანი ჩააგდო) მოუტანა, რითაც მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. მის ანგარიშზეა 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრაც. ყავლაშვილის გუნდშია ირაკლი ქარდავაც, მან სკამიდან 15 წუთი ითამაშა, 2 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა.
22 მარტს საპასუხო მატჩში ქართველთა გუნდი 76:81 დამარცხდა და სერიის ბედს მესამე მატჩი გადაწყვეტს. მათემ ამჯერად, 28 წუთი ითამაშა და 20 ქულა (5 სამქულიანი 8-დან) ჩააგდო. მის ანგარიშზეა 4 შედეგიანი გადაცემაც. ქარდავამ 11 წუთში 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
წყარო: Betsson.sport