პორტუგალიის ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურში „სპორტინგმა“ გასვლაზე „ეშტრელას“ 1:0 სძლია.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა კი მოირჩინა, მაგრამ ზედიზედ მესამე მატჩში სათადარიგო იყო. არადა, გადატვირთული კალენდრის გათვალისწინებით, წესით უნდა ეთამაშებინათ, ყოველ შემთხვევაში, შეცვლაზე მაინც შეეშვათ.
„სპორტინგი“ 71 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „პორტუს“ 2 ქულით ჩამორჩება და 15 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, ლონდონში „არსენალს“ შეხვდება.
ამადორა. „ჟოზე გომესი“
ეშტრელა – სპორტინგი 0:1
გოლი: ბრაგანსა (59)
წყარო: Sportall.ge