ჭიდაობა

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე – ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ლინცში მიმდინარე ზემო ავსტრიის გრან პრიზე (Upper Austria Grand Prix) ქართული ფინალი ვიხილეთ – 90 კილოგრამში ტატო გრიგალაშვილმა ლუკა ჯავახიშვილს იპონით სძლია.

ნახევარფინალში გრიგალაშვილმა ბრაზილიელ რაფაელ მასედოს იპონით სძლია, ხოლო 20 წლის ჯავახიშვილმა საფრანგეთის სახელით გამომსვლელ ნგაია ჰამბუს მოუგო.

სამწუხაროდ, + 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა და ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ცნობისთვის, ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).