ლიგა 1-ის ოცდამერვე ტურში, აუტსაიდერების მატჩი „მეცსა“ და „ნანტს“ შორის 0:0 დასრულდა.
სტუმრები 39-ე წუთზე მცველის, ტიტელ ტატის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მასპინძლები განუწყვეტლივ უტევდნენ, კომპენსირებულ დროში გოტიე ენმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
მასპინძელთა გუნდში გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი აბუაშვილი 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გიორგი ქვილითაია კი სათადარიგო იყო.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს
წიტაიშვილი – whoscored 7.1, sofascore 7.0, Flashscore 7.2.
აბუაშვილი – whoscored 6.3, sofascore 6.7, Flashscore – შეფასების გარეშე.
„მეცმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 15 ქულით აუტსაიდერია და 10 აპრილს „მარსელს“ ესტუმრება.
მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი – ნანტი 0:0
გაძევება: ტატი (39, ნანტი)
წყარო: Sportall.ge