ფეხბურთი

ფრანგი ჟურნალისტი: კვარაცხელია მხეცი და ზეციური საჩუქარია

ცნობილმა ფრანგმა საფეხბურთო მიმომხივლელმა პიერ მენესმა, „ლივერპულთან“ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შესახებ, თავის „იუთუბის“ არხზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით გამოწვეული აღფრთოვანება ვერ დამალა:

 

„კვარაცხელიას თამაშს უმაღლეს შეფასებას ვაძლევ. შეტევაში წარმოუდგენლად ეფექტურია, დაცვაში კი მხეცია, ნამდვილი მხეცი. ძალიან ძვირფასი ფეხბურთელია. პოზიციას იცვლის, პრესინგში მონაწილეობს, მეტოქეს ბურთს ართმევს.

 

ასეთი მოთამაშე რომ გვყავს, ეს ზეციური საჩუქარია. უკანა ხაზში დიდი სამუშაოს შესრულების მიუხედავად, მაინც მოახერხა უსმან დემბელესთვის საგოლე გადაცემის გაკეთება. ქართველი შესანიშნავი იყო“.

წყარო: Sportall.ge