Site icon sportmedia.live

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო – კანსელო “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანი მოთამაშეა

Diario Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” საუდის არაბეთის კლუბ “ალ-ჰილალიდან” იჯარით აყვანილი 31 წლის პორტუგალიელი მცველის ჟოაო კანსელოს შენარჩუნებას აპირებს. 

 

კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი უკანახაზელის თამაშით აღფრთოვანებულია. “ბლაუგრანა” იჯარის გახანგლძრივებას კიდევ 1 წლით ეცდება, მაგრამ თუ ეს არ გამოვიდა, შემდეგ პორტუგალიელს გამოისყიდის.

 

შეხსენებისთვის, კანსელო “ბარსელონაში” ამ ზამთარს დაბრუნდა. მან ჯამში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version