ჭიდაობა

ფიასკო! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა

საქართველოს უკანასკნელი წარმომადგენელი პარიზის გრანდ სლემზე იყო ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ), რომელიც ბრინჯაოს ფინალში კორეელ სეუნგიობ ლის ხვდებოდა. მეტოქემ ისე მაგრად დაიცვა თავი, ქართველ ფალავანს ილეთის გაკეთების შანსი მოუსპო, თავად კი “იუკო” აიღო და ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანა.

ასე რომ, ჩვენი გუნდი პარიზის ტურნირზე უმედლოდ დარჩა. რაც არ უნდა ვიმართლოთ თავი იმით, რომ შემადგენლობა არ იყო უძლიერესი, ეს ცალსახად ფიასკოა ჩვენი ძიუდოისტებისთვის.