Site icon sportmedia.live

‘ფანტასტიკური ფეხბურთელია’ – რუდი გარსია კვარაცხელიაზე ფრანგებს ესაუბრა

ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ლიგა 1 Plus-ის სტუმარი იყო, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

გარსიას ქართველ ვარსკვლავთან მუშაობის გამოცდილება აქვს, არც ისე დიდი ხნით, მაგრამ მაინც – ნაპოლიში 2023/24 წლების სეზონის სტარტზე.

“მას დრო სჭირდებოდა 2022/23 წლების შესანიშნავი სეზონის გასაანალიზებლად, როდესაც ისინი ჩემპიონები გახდნენ. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მოულოდნელად თავი გამოიჩინა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ამის გაანალიზება სჭირდებოდა. თუმცა, ის ფანტასტიკური მოთამაშეა. ცხადი იყო, რომ პსჟ-სთვის ხარისხიანი შენაძენი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ისედაც ჰყავთ უამრავი ნიჭიერი მოთამაშე შეტევის ხაზში – როგორიცაა დუე, ბარკოლა და “ოქროს ბურთის” გამარჯვებული უსმან დემბელე”, – თქვა ბელგიის ნაკრების თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ნაპოლიში 2023 წელს მუშაობდა.
კვარაცხელიამ პსჟ-ში 2025 წლიდან ექვსი ტიტული მოიგო, თითოჯერ – საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version