ჩემპიონშიფის 44-ე ტურში “მიდლსბრომ” “უოტფორდი” 5:1 დაამარცხა. სტუმართა რიგებში გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ და თავის გამოჩენის საშუალება არც ერთ ქართველს არ მისცემია.
მასპინძლები მე-6 წუთზე უიტეკერმა დააწინაურა, ტაიმის მიწურულს კი სტრელეცმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში აბანკვამ ანგარიში შეაემცირა, 58-ე წუთზე უიტეკერმა დუბლი შეასრულა, 75-ე წუთზე ქონვეიმ “უოტფორდს” თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაუტანა, 92-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, “უოტფორდი” ზედიზედ მეოთხე მარცხის შემდეგ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 57 ქულით მე-16 ადგილს იკავებს და 2 მაისს, ბოლო ტურში “ქოვენთრის” უმასპინძლებს.
მიდლსბრო. „რივერსაიდი“
მიდლსბრო – უოტფორდი 4:1
გოლები: 1:0 უიტეკერი (6), 2:0 სტრელეცი (45+1), 2:1 აბანკვა (48), 3:1 უიტეკერი (58), 4:1 ქონვეი (75), 5:1 ქონვეი (90+2)
წყარო: Sportall.ge
