Sport24.ua წერს, რომ მოულოდნელად უკრაინის ნაკრებს შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე მოხვედრის შანსი კიდევ მიეცეს, თუმცა ამის ბევრმა ფაქტორმა უნდა შეუწყოს ხელი.
მოგეხსენებათ, აშშ-ისთან დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, ირანის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორედ ამიტომ, ირანელების ბოიკოტის შემთხვევაში, FIFA მის შესაძლო ჩამნაცვლებელზე რამდენიმე ვარიანტს უკვე განიხილავს.
ერთ-ერთი მოსაზრება საკონტინენტთაშორისო მინი-ტურნირის ჩატარებაა, სადაც ევროპიდან 2 და აზიიდანაც 2 გუნდი იასპარეზებს. ივარაუდება, რომ ევროპიდან ერთი ნაკრები აუცილებლად იტალია იქნება, მეორე კი ან უკრაინა ან პოლონეთი, თუმცა უპირატესობა შესაძლოა, უკრაინას მიენიჭოს, რადგან FIFA-ს რეიტინგში მეტოქეზე უფრო მაღალი პოზიცია უკავია.
შეხსენებისთვის, უკრაინის ნაკრები, რომელიც ერთა ლიგის B ჯგუფში საქართველოს მეტოქეა, მუნდიალის პლეი-ოფის ნახევარფინალში შვედეთთან 1:3 დამარცხდა. რაც შეეხება “სკუადრა აძურას”, იტალიამ ფინალში პენალტების სერიაში ბოსნიასთან წააგო და მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა.
წყარო: Sportall.ge
