“ბარსელონას” 29 წლის ბრაზილიელმა შემტევმა საფრანგეთთან ამხანაგურ 1:2 წაგებულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და “ბლაუგრანას” დიდი ხნით გამოაკლდა.
სამხრეთ ამერიკელი ესპანეთში დაბრუნდა და სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას უქმოობა დაახლოებით, 5 კვირის განმავლობაში მოუწევს.
ამრიგად, ბრაზილიელი კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკოსთან” 2 უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში და ასევე ლა ლიგის უახლოეს 3 ან 4 შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
შეხსენებისთვის, რაფინიამ ამ სეზონში ჯამში 31 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
წყარო: Sportall.ge
