ტორონტოს 30-ე მარცხი სეზონში, მამუკელაშვილმა დენვერთან 4 ქულა ჩააგდო
SportMedia.Live
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა NBA-ს მორიგ მატჩში დენვერ ნაგეთსს ესტუმრა და 6 ქულით დამარცხდა – 95:113. სანდროს შედეგიანი შეხვედრა არ ჰქონდა და მხოლოდ 4 ქულას დასჯერდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 13:49 წუთი გაატარა, რა დროშიც 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მამუკელაშვილმა მატჩი 4 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა. სანდრომ ბურთი ერთხელ დაკარგა. დენვერს ჯამალ მარიმ 31 ქულით ულიდერა. ნიკოლა იოკიჩს კი სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა და 1 პასი დააკლდა – 22 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასი.
მამუკელაშვილის ტორონტომ მიმდინარე სეზონში 30-ე მატჩი წააგო. კანადური გუნდი 39 მოგებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და მომდევნო მატჩში ფინიქს სანსს ესტუმრება.