Goal-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი სამიზნე “ნიუკასლის” 25 წლის იტალიელი ნახევარმცველის სანდრო ტონალის დამატება იქნება.
“წითელი ეშმაკები” ნახევარდაცვის ხაზში ორი ფეხბურთელის დამატებას აპირებენ და იტალიელის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდასაც არ მოერიდებიან.
მედიაში გავრცელებული ცნობით, ტონალის გადაბირებით ასევე “არსენალი” და ტურინის “იუვენტუსიც” ინტერესდებიან. მის სატრანსფერო ღირებულებად დაახლოებით 80 მილიონი ევრო სახელდება.
წყარო: Sportall.ge