კალათბურთი

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა: პლეი ოფის წყვილები ცნობილია

დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ბოლო, 22-ე ტურის დარჩენილმა სამმა მატჩმა, ცხადია, საბოლოოდ გაანაწილა გუნდები ცხრილში და ყველა კითხვაზე პასუხიც გავიგეთ. საუკეთესო 8 გუნდი პლეი ოფის პირველ წრეში, მეოთხედფინალში დაწყვილდნენ, ხოლო მე-9-ზე გასული გუნდისთვის, რომელიც თბილისის რაში აღმოჩნდა, სეზონი დასრულდა.

 

 ის, რომ მე-10 ადგილზე გასული რუსთავი სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად “ა” ლიგის ფინალისტ გრიფინს ხვდებოდა, ცნობილი იყო. ისევე როგორც გურჯაანის დელტას “ა” ლიგაში დაქვეითება. ბოლო სამმა მატჩმა გუნდები ცხრილში საბოლოოდ გაანაწილა და ჩვენც თანმიმდევრობით მივყვეთ.

 

დღეს, ყველაზე ადრიანად რაშისა და ბათუმის შეხვედრა ჩატარდა. რაშს გამარჯვება უნდოდა, ცხრილში მე-8 ადგილი რომ დაეკავებინა და შესაბამისად, პლეი ოფის ბოლო საგზურს დაპატრონებოდა. არ გამოვიდა, რადგან ბათუმსაც სურდა მოგება, რაც ამ გუნდს ცხრილში მე-2 ადგილის დაკავების გარანტი იყო. ბათუმელებმა იოლად – 108:90 მოიგეს და მეორე ადგილი გაინაღდეს.

 

შემდეგ მატჩში ქუთაისი ზესტაფონს ხვდებოდა და ორივე გუნდს მოგება უნდოდა, რადგან წაგებული მეოთხე ადგილზე გადიოდა და ჯერ ოფში ორბი ელოდა, შემდეგ კი, თუ გავიდოდა, თსუ-კსუ-ს შორის გამარჯვებული. მოგებულს კი მესამე ადგილი ელოდა. ქუთაისმა 79:74 მოიგო და ისევე როგორც ბათუმმა და თსუ-მ, 34 ქულა დააგროვა. ამ სამ გუნდს შორის ურთიერთშეხვედრებში კი საუკეთესო თსუ იყო, რომელსაც პირველი ადგილი ისედაც განაღდებული ჰქონდა, ხოლო მეორეზე ბათუმი განთავსდა, ქუთაისი – მესამეზე.

 

რეგულარული ჩემპიონატის სულ ბოლო შეხვედრას სპორტული ინტერესი დაკარგული ჰქონდა. რუსთავი ორბს მასპინძლობდა შედეგის მიუხედავად გუნდები ამ ადგილებს დაიკავებდნენ: რუსთავი მე-10-ს, ორბი – მე-5-ეს. მატჩის შედეგს რაც შეეხება, ორბმა 89:86 გაიმარჯვა. 

 

ასე და ამგვარად,მეოთხედფინალურ სერიებში გუნდები ასე დაწყვილდნენ და მატჩებს ამ თანმიმდევრობით ჩაატარებენ: 

 

თსუ (1) – კსუ (8)I შეხვედრა – 23 აპრილი, 17:00 თბილისი არენაII შეხვედრა – 25 აპრილი, 15:00 თბილისი არენაIII შეხვედრა – 28 აპრილი, 17:00 თბილისი არენაIV შეხვედრა* – 30 აპრილი, 17:00 დიღომი არენაV შეხვედრა* – 3 მაისი, 15:00 დიღომი არენა

 

ბათუმი (2) – ივერიონი (7)I შეხვედრა – 24 აპრილი, 17:00 თბილისი არენაII შეხვედრა – 26 აპრილი, 15:00 თბილისი არენაIII შეხვედრა – 29 აპრილი, 19:00 ქ. გორიIV შეხვედრა* – 1 მაისი, 19:00 ქ. გორიV შეხვედრა* – 4 მაისი, 17:00 თბილისი არენა

 

ქუთაისი (3) – თელავი (6)I შეხვედრა – 24 აპრილი, 19:00 ქ. ზესტაფონიII შეხვედრა – 26 აპრილი, 17:00 ქ. ზესტაფონიIII შეხვედრა – 29 აპრილი, 16:00 ქ. თელავიIV შეხვედრა* – 1 მაისი, 16:00 ქ. თელავიV შეხვედრა* – 4 მაისი, 19:00 ქ. ზესტაფონი

 

მარგვეთი (4) – ორბი (5)I შეხვედრა – 23 აპრილი, 19:00 ქ. ზესტაფონიII შეხვედრა – 25 აპრილი, 17:00 ქ. ზესტაფონიIII შეხვედრა – 28 აპრილი, 19:00 ქ. ტყიბულიIV შეხვედრა* – 30 აპრილი, 19:00 ქ. ტყიბულიV შეხვედრა* – 3 მაისი, 17:00 ქ. ზესტაფონი

 

სერიები 3 მოგებამდე გაგრძელდება და შესაბამისად, შესაძლოა, წყვილებში წარმოდგენილი ბოლო 2 შეხვედრა საჭიროებისამებრ აღარ ჩატარდეს.

 

GBF

წყარო: Sportall.ge