სხვა

სლოტი: მამარდაშვილთან შვიდჯერ თუ რვაჯერ გავიდნენ პირისპირ – ისევ გავრისკავთ

პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ, კომენტარი „ლივერპულის“ მწვრთნელმა არნე სლოტმა გააკეთა.

 

„პირველ რიგში შეგახსენებთ, ანგარიში 0:2-ია. გვესმის, თამაშის სურათი სრულიად სხვაგვარი იყო, მაგრამ საბოლოო შედეგი 0:2-ია. მეორე – ამ სეზონში დიდ შეხვედრებში ბევრჯერ ვიასპარეზეთ შესანიშნავად და კარგ შედეგებსაც მივაღწიეთ.

 

ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა 49 საშინაო დაპირისპირებიდან 36-ში ორი ან მეტი გოლის გატანა შეძლო. მესმის, ეს პსჟ-სთან მატჩები არ იყო, თუმცა პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერი მეტოქეები გვყავდა. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა შეგვიძლია, ამისათვის კი ძალიან, ძალიან დიდებულად თამაში გვჭირდება. ევროპის ჩემპიონს ვხდებით, რაც საქმეს ართულებს, მაგრამ ამოცანა გადაუჭრელი არაა.

 

შესაძლოა, ხალხისთვის ძნელი გასაგები იყოს, რასაც ახლა ვიტყვი: პარიზული მატჩისგან  განსხვავებულად არ ვიმოქმედებთ. ფეხბურთელებს 90 წუთის მანძილზე დაბალი ბლოკით თამაშს არასოდეს არ ვურჩევ. თქვენ ნახეთ, რომ არაერთხელ მოვექეცით წნეხის ქვეშ. სამწუხაროდ, ასეთმა მომენტებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვენს მეკარე მამარდაშვილთან შვიდჯერ თუ რვაჯერ გავიდნენ პირისპირ. ხვალ ისევ გავრისკავთ. თუმცა, იმისათვის, რათა ბურთი ავართვათ, მათზე ზეწოლა გვჭირდება, რაც ვნახეთ, რამდენად რთულია“, – ციტირებს სლოტს BBC.

წყარო: Sportall.ge