საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანის ეროვნული გუნდი მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 11 აპრილს ჩატარებული მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდმა დიდი ანგარიშით, 5:2 მოიგო. სტუმართა კარში გოლები ნიკოლოზ გაბრიჩიძემ, ლევან სვანიძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაიტანეს, გიორგი ჩიმაკაძემ კი დუბლი შეასრულა.
საქართველოს და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის 9 აპრილს გამართული პირველი ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.
აზერბაიჯანთან ამხანაგური მატჩები 2028 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება.
NAKREBI.GE
წყარო: Sportall.ge
