რაგბი

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

საქართველოს 15-ქალა ნაკრებმა, რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის მეორე მატჩში ხორვატიის ქალთა ნაკრებს 55:5 სძლია და დიდი ანგარიშით გამარჯვების ახალი რეკორდი დაამყარა.

 

ამას გარდა, საქართველოს 15-ქალა ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში 7 ქვეყანას გადაასწრო და 33-დან 26-ე ადგილზე გადაინაცვლა. ჩენს გუნდს ახლა 43.88 ქულა აქვს.

 

რეიტინგის ლიდერი 98.09 ქულით მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისია.