ჭიდაობა
საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შერეულ გუნდურ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში აზერბაიჯანის 4:0 დაამარცხების შემდეგ, ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს 4:1 სძლია და ნახევარფინალში გერმანიას 4:0 აჯობა.
ფინალში საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.