ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს.  

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

 

ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. 

 

ბაჰრეინთან დაპირისპირებამდე, საქართველოს ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის პირველ მატჩს 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. 

 

წყარო: Nakrebi.ge

წყარო: Sportall.ge