ვეტერანმა ფრანგმა მეკარე გუილამე ვარმუზმა განაცხადა, რომ პსჟ-ის პირველი მეკარე ლუკა შევალიე უნდა იყოს, რადგან ის მატვეი საფონოვზე კარგი კიპერია.
რუსმა, 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ლივერპულთან” 2:0 მოგებულ მატჩში იასპარეზა და ეს მისთვის ზედიზედ მე-14 სტარტი გახლდათ.
“შევალიემ საერთაშორისო მეკარის სტატუსი უნდა დაიბრუნოს. მაინტერესებს, როგორ გააგრძელებს განვითარებას, რადგან ამჟამად სირთულეებს განიცდის. ჩემი აზრით, ტექნიკურად, ის ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი მეკარეა.
საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის, ხოლო შევალიე მასზე უკეთესია და, როგორც ჩანს, ვერ ახერხებს თავისი პოტენციალის სრულად რეალიზებას. ეს არის მთავარი პრობლემა”, – ციტირებს ვარმუზის სიტყვებს Les Titis du PSG.
წყარო: Sportall.ge
