საუკეთესო xG-ით – კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურშია
SportMedia.Live
WhoScored-ის გამოთვლით, ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ეგრეთ წოდებული “მოსალოდნელი გოლების” (xG) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს (+4.33) ყველა ფეხბურთელს შორის.
გამოცემამ მიმდინარე სეზონის სიმბოლური შემადგენლობაც დაასახელა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელიცაა (7.66 საშუალო შეფასება). მის გარდა პარი სენ-ჟერმენიდან სიმბოლურში აშრაფ ჰაკიმი და ნუნუ მენდეში მოხვდნენ.
სიმბოლურში ასევე სამი ფეხბურთელია რეალიდან (ტიბო კურტუა, დინ ჰიოისენი, კილიან მბაპე). ლივერპულს ორი წარმომადგენელი ჰყავს – ვირხილ ვან დეიკი და დომინიკ სობოსლაი. მიუნხენის ბაიერნსაც ორი ფეხბურთელი წარმოადგენს – მაიკლ ოლისე და ჰარი კეინი. ერთიც გიორგი ქოჩორაშვილის თანაგუნდელია სპორტინგიდან – ფრანსიშკუ ტრინკაო.
შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი მოქმედი ჩემპიონია, ფრანგული გრანდი მეოთხედფინალშია, სადაც გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს ეთამაშება. 25 წლის ხვიჩა კვარაცხელიას 11 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. საგოლე პასებით მას მხოლოდ მაიკლ ოლისე და აშრაფ ჰაკიმი (5-5) უსწრებენ.
🟠 ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენის 34 გოლიდან 7 აქვს გატანილი, რაც 21%-ია. ეს მეშვიდე მაჩვენებელია ფეხბურთელებში – პირველზე კილიან მბაპეა, რომელმაც რეალის გოლების 45% გაიტანა.
🟠 7 გოლით ვიკტორ ოსიმენთან (გალათასარაი) ერთად ხვიჩა მე-6 პოზიციაზეა.
🟠 კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში 12 გოლი და 11 საგოლე პასი აქვს.