ევროლიგის 33-ე ტურში “ბარსელონამ” “ანადოლუ ეფესს” უმასპიძლა და 78:71 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ მოედანზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 14 ქულით (1.1 საჯარიმო, 5/6 ორქულიანი, 1/1 სამქულიანი), 8 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელად ქართველი დასახელდა.
ყველაზე შედეგიანი 21 ქულით ვილი კლაიბერნი გახლდათ.
თურქების მხრიდან ერკან ოსმანმა გუნდს 18 ქულა შესძინა, თუმცა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამრიგად, “ბარსა” 19 გამარჯვებითა და 14 წაგებით მე-9 პოზიციას იკავებს, გადათამაშების ზონაშია, მომდევნო შეხვედრას კი “ცრვენა ზვეზდასთან” 27 მარტს ჩაატარებს.
წყარო: Sportall.ge
