ისრაელის ნაკრებთან მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“ერთა ლიგამდე” დიდი დროა, აქედან გამომდინარე, ნაკრებში ერთგვარი მსუბუქი განწყობაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ბრძოლა არ იქნება. რაც შეეხება გოგლიჩიძესა და ჩაკვეტაძეს. ეს რომ გადამწყვეტი მატჩი იყოს, მათ თამაშს გავრისკავდით, ახლა კი მაქსიმალურად მოვერიდებით. ყველაფერს ექიმები გადაწყვეტენ.
კაპიტანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდმა მიიღო. კანკავა ბრძოლისუნარიანი იყო, კაშია ტაქტიკურად განსწავლული, კვარაცხელიამ კი საკუთარი თავი უნდა შექმნას, როგორც კაპიტანმა.
დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიას კაპიტნობა გაამართლებს. ამხანაგურ მატჩებში წარმატება იმით გამოიხატება, ვისგან როგორ მონდომებას და დისციპლინას ხედავ. შემოდგომასთან შედარებით, უკეთეს ვითარებას ვხედავ”, – თქვა სანიოლმა.
წყარო: Sportall.ge