ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“ლიეტუვის ნაკრებს ხანგრძლივი მოუგებელი სერია ჰქონდა, ორი დღის წინ კი მოლდოვა დაამარცხა, რაც გუნდის თავდაჯერებაზე დადებითად აისახება. სწორედ ამიტომ, რთულ თამაშს ველით. სტუმრად ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, მეტოქე საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ყველაფერს გააკეთებს კარგი თამაშის ჩასატარებლად. თუმცა, ეს ჩვენთვისაც კარგია, რადგან მეტოქის მონდომება მოულოდნელობა არ იქნება. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ მოსაგებად ასი პროცენტი უნდა გაიღონ.
ჩაკვეტაძე უკვე ერთი წელია, სომხეთთან მატჩის შემდეგ გვაკლია. ის დიდი ძალაა ჩვენთვის. გიორგი ისრაელთან მატჩის წინ დაგვიბრუნდა, თუმცა მცირე პრობლემების გამო არ უთამაშია. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში დაგვეხმარება.
მარტისა და ივნისის ამხანაგური მატჩები შესაძლებლობაა, ვნახოთ სხვადასხვა ფეხბურთელი, მათ შორის, განსხვავებულ პოზიციებზე. მაგალითად, როგორც ეს გიზი მამაგეიშვილის შემთხვევაში იყო, რომელმაც ისრაელთან მარჯვენა ფლანგზე ითამაშა. ხვალ მეორე მატჩი გვაქვს და ახალი ენერგია გვჭირდება. შესაბამისად, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება”.
ლიეტუვისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა 29 მარტს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
NAKREBI.GE
წყარო: Sportall.ge