მონტე კარლოს კვალიფიკაციის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი 29 წლის ჩილელ, კრისტიან გარინთან 2 სეტში 5:7, 0:6 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს პირველი სეტი 5:2 მიჰყავდა, თუმცა შემდეგ მატჩზე კონტროლი დაკარგა და სეტის მოგება ვეღარ მოახერხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 30 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რითაც ჩილელმა მეტოქემ შესანიშნავად ისარგებლა.
ცნობისთვის, მონტე კარლოს ტურნირის მოქმედი გამარჯვებული კარლოს ალკარასია, რომელმაც შარშან ფინალში იტალიელი ლორენცო მუსეტი სამ სეტში დაამარცხა.
წყარო: Sportall.ge
