გიორგი მიქაუტაძისთვის ლა ლიგის 29-ე ტური შესანიშნავი გამოდგა: ვილიარეალის ქართველმა ფორვარდმა სოსიედადთან მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
გიორგიმ მეტოქის კარი მე-15 წუთზე დალაშქრა, როცა ანგარიში 2:0 გახადა, მას შემდეგ, რაც ჟერარდ მორენომ მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა, მაგრამ დამატებაზე მიქაუტაძემ ყველას დაასწრო. მატჩის შემდეგ მორენომ ესპანურ მედიასთან სწორედ ამ გოლზე ისაუბრა.
“შეტევა კარგად ვერ დავასრულე. დავინახე, როგორ მაჩერებდა რემირო და ვცადე მისთვის მეჯობნა, მაგრამ საბედნიეროდ მიქა [მიქაუტაძე] იდეალურად მიჰყვა შეტევას და შეძლო გოლის გატანა. ჩვენმა კარგმა პირველმა ტაიმმა მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვების საშუალება მოგვცა. ყველანი კონცენტრირებულები ვართ და ესაა მთავარი”, – თქვა ჟერარმა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძეს ჩატარებულ 24 შეხვედრაში 9 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს აქტივში, ხოლო ყველა ტურნირზე ვილიარეალის მაისურით 34 თამაშში 11 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა. ვთქვათ ისიც, რომ სეზონი ლიონში დაიწყო, სადაც ლიგა 1-ის პირველ ტურშიც მოასწრო გატანა ლანსის წინააღმდეგ. ჟორჟი ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რათა ეროვნულ გუნდს ისრაელსა და ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩებში დაეხმაროს.
ვილიარეალი ლა ლიგაში 58 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაში პრაქტიკულად განაღდებული აქვს. მარსელინოს გუნდი მომდევნო ტურში სანაკრებო პაუზის შემდეგ 6 აპრილს, ჟირონას ესტუმრება.
https://cdn.jwplayer.com/previews/YNLFGkcU-7EUbWQYc
წყარო: Betsson.sport